საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 14 სექტემბერს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბ-ნ რევაზ გაჩეჩილაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სლოვაკეთის განვითარების ხელშეწყობისა და ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოსთან

2018 წლის 14 სექტემბერს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბ–ნ რევაზ გაჩეჩილაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სლოვაკეთის განვითარების ხელშეწყობისა და ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოსთან, საქართველოსთვის 50 000 ევროს გამოყოფის შესახებ. 
აღნიშნული თანხა მოხმარდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის პრეზიდენტის ოფისში საქართველოს წარმომადგენლის დასაქმებას.