საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 22 ოქტომბერს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის თორნიკე სულაბერიძის შეხვედრა ქ. ტრნავას სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილესთან ბ-ნ იურაი ჩაიკოსთან

2018 წლის 22 ოქტომბერს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის თორნიკე სულაბერიძის შეხვედრა ქ. ტრნავას სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილესთან ბ-ნ იურაი ჩაიკოსთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა სლოვაკეთში საქართველოს ელჩი ბატონი რევაზ გაჩეჩილაზე. შეხვედრაზე განხილული იყო სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ბიზნეს და საინვესტიციო კუთხით თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქარველოში არსებულ მიმზიდველ სამეწარმეო გარემოს და გამოთქვა იმედი, რომ სლოვაკური კომპანიები დაინტერესდებიან იმ ხელსაყრელი პირობებით რასაც მათ საქართველო სთავაზობს. თავის მხრივ ბ-ნ ჩაიკომ გამოთქვა სურვილი მომავალ წელს საქართველოს ესტუმროს ქ. ტრნავის წარმომადგენლობით ბიზნეს დელეგაციასთან ერთად.