საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში აცხადებს კონკურსს საელჩოში სტაჟირების გავლის მსურველთათვის!

 

კონკურსის შედეგად, სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ ერთ აპლიკანტს.

სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება 2018 წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: Bratislava.emb@mfa.gov.ge.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1.
განაცხადების გადარჩევა;
2.
გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
-
ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას
-
ფლობდეს ინგლისურ ენას C1 დონეზე;
-
არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
- სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე
 კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს:

-განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (იხ. დანართი);
-
ავტობიოგრაფია/CV;
-
სამოტივაციო წერილი;
-
პასპორტის ასლი;
-
დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
-
გააჩნია სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
-
ერთი ფოტოსურათი (3X4);
-
ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: Michalska 9, 811 01 Bratislava, SK

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

სტაჟირების განაცხადი