საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების შესახებ


საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში 2019 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 2 (ორ) საუკეთესო აპლიკანტს.

 

დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

  

საბუთები მიიღება 2019 წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლითელექტრონული ფოსტის მეშვეობითმისამართზე:  bratislava.emb@mfa.gov.ge ; 

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1.      განცხადებების გადარჩევა

2.      გასაუბრება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისური ენას;
  • იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი პროფესიული განათლება და აკმაყოფილებდეს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

  

 კონკურსის თემატიკა:

·  საქართველოს კონონიდიპლომატიური სამსახურის შესახებ

·  საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები;

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობითმისამართზეbrtatislava.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

) ავტობიოგრაფია;

) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) პასპორტის ასლი;

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4).

) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე:  Michalska 9, 811 01 Bratislava, SK (სლოვაკეთის  რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო).  

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

 

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთრომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში   ორჯერმაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:Bratislava.emb@mfa.gov.ge

 

 

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.pdf

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf