საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

2019 წლის 1 მაისიდან - 2019 წლის 1 ივნისამდე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებებში, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში ერთჯერადად თავისუფლდებიან საფასურის გადახდისაგან (საქართველოს იუსტიციის მინისტრის, 2019 წლის 8 აპრილის N143 ბრძანება).

 ზემოხსენებული სერვისით სარგებლობისთვის, გთხოვთ, შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში ვიზიტის ჩანიშნოთ შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით: www.geoconsul.gov.ge ; 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ.ფოსტაზე: bratislava.emb@mfa.gov.ge  ან ტელეფონის საშუალებით + 421 2 54646485 .